ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities - DECEP) ფარგლებში, პროექტის მონაწილეებმა სამუშაო შეხვედრა ტარტუს უნივერსიტეტში გამართეს.
შეხვედრისას მხარეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს მულტილინგვური განათლების გამოწვევები და ეფექტიანი სტრატეგიები, გაიზიარეს ესტონელი კოლეგების გამოცდილება და, ამასთანავე, ერთმანეთს საკუთარი მიგნებებიც გაუზიარეს.
განხილვისას ყურადღება გამახვილდა ადრეულ ასაკში ბილინგვიზმისა და მრავალენოვნების განვითარების თავისებურებებზე და ინდივიდუალურ ტემპზე, ენობრივი გარემოს მნიშვნელობაზე.
ასევე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორენოვანი ბავშვების ენობრივი უნარების შეფასების ინსტრუმენტს KaLaKe-ს (Bilingual Children's Language Skills Assessment Instrument), რომელიც LITMUS-ის საერთაშორისო ქსელის ბაზაზეა შექმნილი და ესტონურ კონტექსტზე ადაპტირებული.



ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის — „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities - DECEP) — ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ტარტუს "Kellukese" საბავშვო ბაღს ეწვივნენ. ვიზიტის მიზანი მულტილინგვური სწავლების პროგრამების პრაქტიკული განხორციელების პროცესზე დაკვირვება იყო.
ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ ჯგუფურ მეცადინეობებს, უშუალოდ ჩაერთნენ აქტივობებში, მოისმინეს საბავშვო ბაღის წარმომადგენლების პრეზენტაციები და გაიზიარეს მათი რეფლექსიები.


ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის — „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities - DECEP) — ფარგლებში, პროექტის მონაწილეები ტალინის მასწავლებლის სახლს (Tallinn Teachers' House) ეწვივნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად გაეცნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების (in-service training) ესტონურ გამოცდილებას.
შეხვედრის ძირითადი თემები იყო:
- მასწავლებლების მომზადების პროგრამები და კარიერული სქემა;
- მულტილინგვური განათლების თავისებურებები;
- სწავლების თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიები.



საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადრეული განათლების პროგრამის განვითარების თემაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ზვიად გაბისონიას თსუ-ის პროფესორებმა Erasmus+-ის ფარგლებში დაფინანსებული „ადრეული განათლების პროგრამების განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (DECEP)“ პროექტის შედეგები გააცნეს და სამომავლო გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, DECEP-ის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებისთვის. ზვიად გაბისონიას თქმით, ის ხელს შეუწყობს როგორც ადრეული განათლების მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის კადრების მომზადებას, ასევე უნივერსიტეტებში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას.
შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ადრეული ბავშვობის განათლებაში თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვასა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე შესაბამისი სილაბუსებისა და მეთოდოლოგიური რესურსების მომზადებას.


ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities - DECEP) ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტში.
სამუშაო შეხვედრის თემები იყო:
- საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინსტრუმენტების გამოყენება სტუდენტური აქტივობებისთვის: შინაარსი/კონტენტი, დავალებები, შეფასება და თვითშეფასება.
- სოციალურ-ემოციური სწავლების (SEL) ინტეგრირება ადრეულ განათლებაში: სწავლების ციფრული ტექნოლოგიები, ონლაინ სწავლების მეთოდები და სასწავლო რესურსები.



ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities - DECEP) მონაწილეები ესტუმრნენ ვილნიუსის
„Vydūnėlis“ საბავშვო ბაღს სოციალურ-ემოციური სწავლების (SEL) პროგრამების პრაქტიკული განხორციელების პროცესზე დაკვირვების მიზნით.
ასევე, სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის ლაბორატორიას, სადაც ადრეული განათლების პროგრამის სტუდენტები სწავლობენ რესურსების გამოყენებას.



ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities - DECEP) ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტში.
შეხვედრის თემა - ინტერდისციპლინური ინტეგრაციისა და თანხვედრის უზრუნველყოფა კოგნიტური და სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას შორის მომავალი საბავშვო ბაღის მასწავლებლების სასწავლო პროგრამებში.
ასევე, განიხილეს ვილნიუსის უნივერსიტეტში სოციალურ-ემოციური სწავლების საკითხები (SEL) ადრეულ განათლებაში: კომპეტენციები, სასწავლო პროგრამაში ინტეგრაცია და სოციალურ-ემოციური სწავლების პროგრამები.



ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities - DECEP) ჩატარდა სამუშაო შეხვედრა ვილნიუსის უნივერსიტეტში.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტმა, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება ადრეული განათლების პროგრამების შემუშავების პროცესში. ასევე, განიხილეს ვილნიუსისა და ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტებში არსებული პროგრამების, “ადრეული განათლება” და “სკოლამდელი განათლება”, შიდა სტრუქტურა და განხორციელების მექანიზმები.



2025 წლის 24-25 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ვილნიუსის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის უცხო ენების ინსტიტუტმა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა გამართა მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის მიზანი იყო, განეხილათ და ერთიან კონცეფციად ჩამოეყალიბებინათ ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.
კონფერენციის ერთი სექცია დაეთმო DECEP – ადრეული განათლების საკითხებს, სადაც პროექტის წარმომადგენლებმა მოხსენებები გააკეთეს შემდეგ თემებზე:
- ენის სწავლების პოლიტიკა: სტრატეგია, გამოწვევები და პრობლემების გადაჭრის გზები - მომხსენებელი ლალი კალანდაძე (განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო);
- თეორიიდან მდგრად პრაქტიკამდე: ბილინგვური საგანმანათლებლო მოდელის დანერგვის კრიტიკული ასპექტები ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების სფეროში - მომხსენებლები: მზია წერეთელი, ია აფთარაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
- მულტილინგვური საგანმანათლებლო ასპექტების ასახვა ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების პროგრამების მომზადებაში - მომხსენებლები: გიული შაბაშვილი, კახა გაბუნია (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
- ადრეული ასაკის ბავშვთა ინკლუზიური განათლების ხარისხის მდგრადობის უზრუნველყოფის მექანიზმები - მომხსენებლები: ნინო მოდებაძე, შორენა ძამუკაშვილი, ნინო ნახუცრიშვილი (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი);
- უნივერსიტეტების როლი ადრეული ასაკის ბავშვთა ინკლუზიური განათლების განვითარებაში: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგალითი - მომხსენებლები: ირმა ქურდაძე, მარი ნარიმანიძე (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

22 ოქტომბერს, DECEP პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საორგანიზაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განხილეს ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საკითხები, ისაუბრეს ჩატარებული სამუშაოებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ასევე, დაგეგმეს სამომავლო ნაბიჯები და ვიზიტები პარტნიორ უნივერსიტეტებში.



30 აპრილს, DECEP პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ონლაინ ტრენინგი, რომელიც შეეხებოდა მნიშვნელოვან თემას – სოციალური და ემოციური სწავლება (SEL) და მისი ინტეგრაცია ბავშვთა საგანმანათლებლო პროგრამებში (ECE).
ტრეინინგს უძღვებოდნენ ექსპერტები:
- სიმონა კონტრიმიენე, ასოცირებული პროფესორი ვილნიუსის უნივერსიტეტში და DECEP პროექტის კოორდინატორი (ვილნიუსის მხარე)
- სერგეიუს ნეიფაჩასი, ბავშვთა განათლების ექსპერტი და GABIJELE საბავშვო ბაღის დირექტორი
სესიამ მოიცვა თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული რჩევები, სამუშაო პროცესში ხაზი გაესვა იმას, თუ როგორ შეუძლია SEL-ს სასწავლო გარემოს ტრანსფორმირება და მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ემოციური და სოციალური კომპეტენციების ინტეგრაციას ECE-ს სასწავლო პროგრამებში, რათა შეიქმნას ინკლუზიური, მდგრადი და მხარდამჭერი საგანმანათლებლო სისტემები.
პროექტი თანადაფინანსებულია ევროპის კავშირის მიერ.
ტრეინინგის მასალები ხელმისაწვდომია პროექტის მონაწილეებისა და დაინტერესებული პირებისთვის (იხ. ბმული).
DECEP პროექტის ფარგლებში 29 აპრილს ანა გოლუბევამ, ჩვენმა პარტნიორმა ტარტუს უნივერსიტეტიდან (ნარვას კოლეჯი), ჩაატარა საინტერესო ონლაინ ტრენინგი თემაზე: „ენის სწავლების პრინციპები ადრეულ საგანმანათლებლო სივრცეში“. ტრენინგის დროს გაანალიზებულ იქნა, ერთი მხრივ, ესტონური, ხოლო, მეორე მხრივ, ამერიკული საუკეთესო პრაქტიკები. მონაწილეები გაეცნენ მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის:
- ბავშვთა ენის სწავლების პოლიტიკა
- სხვადასხვა ტიპის ბავშვთა ენის სწავლების პროგრამები
- მიზნობრივი ენის გამოყენება ყველა აქტივობაში
- CI (comprehensible input) როლი
- ხარაჩოს პრინციპის (scaffolded output) მნიშვნელობა და მეორე ენის ათვისების (SLA) ეტაპების გააზრება
სესიას, ასევე, ახლდა თანამშრომლობითი ჯგუფური სამუშაო, რამაც ხელი შეუწყო განხილვებსა და იდეების გაზიარებას ბავშვებისთვის ენის სწავლის ეფექტური სტრატეგიების შესახებ.